მთარგმნელი: ლულუ დადიანი
|
ნიღბები ჩქარა! - რომ ვძლიოთ ეროსს. თვალს ვინ უსწორებს მის სხივმფენ სახეს, თუ ბუნიობა კვლავაც მზისფერობს და გაზაფხულის კვირტს უგებს მახეს.
შეცდომა ახლავს და... კვნესა წრფელი... ის, უსახელო და ტაძრისეულ ძრწოლას მიაგებს მათ, მომნუსხველი.
ღვთაებრიობა გულს მირქმას ჩქარობს. შობს ბედისწერას ცხოვრება ისევ. და სულის წიაღ ქვითინებს წყარო. |


