|
ეს რა ხდება, ღმერთო ჩემო, ცეცხლში ყრიან გვირგვინებს, ჭირისუფალს ეცინება და ხუმარა ქვითინებს.
ძაღლი კატას ეფერება, მწყერი მისდევს მიმინოს.
მგლები ფარას დარაჯობენ, თევზი წყლიდან ამოდის.
აკვნებს ჩარხავს მესაფლავე, ღმერთი დადის მიწაზე.
მოცარტს ჰკოცნის სალიერი, დედას ჰკოცნის ნერონი.
დაიჭექა: ლერმონტოვის ტყვია მოხვდა მარტინოვს.
და ყველაფერს ჰომეროსი შეჰხარის და შეჰყურებს...
ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც იყო მანამდე.
ახლოს იყოს ჯოჯოხეთი და შორს იყოს სამოთხე. |
| პოეზიის გვერდი • • • |


