|
ეს სიბრძნე მიწის სახეზე და ცის თვალებზე წერია: მას შეგახვედრებს უფალი, ვინც ბედისწერით შენია.
ცას მიუწვდება ხელია, ვისთვისაც წუთი უშენოდ, სიკვდილზე უფრო ძნელია.
შენთვის სიცოცხლის დღენია, შენი ტაძრისთვის იქნება, ოქროს ფუძე და ჭერია, ვისთვისაც უსიყვარულოდ, წუთისოფელი მტვერია…
და ცის თვალებზე სწერია, მას შეგახვედრებს უფალი, ვინც ბედისწერით შენია. |


