|
(მარიჯანის იუბილეზე თქმული)
როცა ჩემი და აკვანში იწვა, ბავშვურ ოცნებას ვიყავ ჩვეული, მაგრამ მიყვარდა მშობელი მიწა და მისი ყველა შვილი რჩეული.
არც ვინ მენახა შენი მნახველი, მაგრამ მე შენი ლექსივით მყარი ჩემს დას ვუწოდე შენი სახელი.
რა ეშმაკობით არ იჯაბნიან! „ლექსებს არა წერს, წიგნებს არა წერს, ეგ სადაური მარიჯანია?“
ზოგი ერთგული, ზოგი მძრახველი... ბევრი აწვალეს, მაგრამ არავის მან არ დაუთმო შენი სახელი.
სადაც გრანიტის გიგანტებია სვანეთის მთებში, ზეცასთან ახლოს, სადაც ზღაპრები იბადებიან, -
ხალხი დღეს მასაც პოეტს ადარებს: შენი წიგნებით, შენი სახელით ისიც ასწავლის და ზრდის პატარებს.
მარად სინორჩის გამომსახველი... გშვენის ჭაღარა დაუძრახველი, და მე ვამაყობ, რომ ბავშვობაში ჩემს დას ვუწოდე შენი სახელი. |


