|
სამოთხე შენ შემაჯავრე, შემაყვარე ჯოჯოხეთი, წმინდა სისხლი დამიქციე, დამავიწყე ზეცა, ღმერთი!..
გული, სული ამომხადე; რას მერჩოდი, შე უღმერთო, რად მესროლე ცეცხლის ბადე?!
მზეს ისარი მატყორცინე, ანგელოზი მაწყევლინე, ეშმაკებზე მალოცვინე.
მოძმეები მახოცინე, ნემსის წვერით მიალერსე, არც მომკალ, არც დამარჩინე!
აღმიძარი ტრფობის ჟინი, ხან მახტუნე, ხან მაცეკვე, გამიმართე მითომ ლხინი;
დამიბნიე თავში ტვინი, ზამთრის ყინვად შემიცვალე გაზაფხულის მოლოდინი!
მოღალატევ და მუხთალო? შე, მაცდურო, როდემდისინ უნდა მტანჯო და მაწვალო?!
ახლა წადი, გამეცალე; სულში ხელს ნუ მიფათურებ, გულის ბაღი დამიცალე! |


