|
ნიავქარსა ქროლიას ეს რა ძალა ქონია! კუდით ქვა ასროლინა ღრუბლის ურჩხულს გოლიათს.
გაუფანტა ლაშქარი. ახლა კრიალა ცაზე დაჰქრის სიცილ-ხარხარით.
ნისლსაც არ მიაკარებს ტყვეობიდან გამოხსნილ მთვარესა და ვარსკვლავებს.
მინდორსა და იალაღს საზეიმოდ ეწვევა ცხრათვალა მზე ბრიალა. |


