|
არადა როგორ გაუძლებ ქალს - ფიქრში გალამაზებულს, პირისპირ არც როს ნახულსა, ოცნებით ნაალესარსა, მკერდში ჩახვეულ-ჩაკრულსა, იქნებ სჯობია, არ შეხვდე შენში ვარსკვლავად ჩარგულსა, იქნება არ მოგეწონოს, ჰგავდეს გაცრეცილ ზაფხულსა. არადა როგორ გაუძლებ დროს, მონატრებით ტანჯულსა, როცა ტკივილი გაგონებს გაელვებასა ხანჯლურსა, როცა დარდსა და სიხარულს ხედავ ერთ წუთში ჩაწნულსა და გული ნატრობს სიმშვიდეს მაცოცხლებელსა ტაძრულსა. |


