|
მე გეკითხები: ეგ შენი ყელი სადაფი არის, თუა ბაკარა? შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი: - ოღონდ აქ არა!.. ოღონდ აქ არა!..
მწველია ისე, ვით მზე თაკარა. შეშინებული შენ იმეორებ: - ოღონდ აქ არა!.. ოღონდ აქ არა!..
მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა. შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ: - ოღონდ აქ არა!.. ოღონდ აქ არა!..
მე შენზე გულში წყენა მაქ არრა. შენ მეკითხები: შევხვდებით კიდევ? - იმ ქვეყნად? ალბათ... ოღონდ აქ... არა! |


