კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:28

 

 

თუ ჩემს მქროლავ ეტლს

შუა გზაზე გადუტყდეს ღერძი,

თუ ბედგანწირულს მძაფრ ჭიდილში

სიკვდილმა მძლიოს, -

გადაიკითხეთ, მეგობრებო,

ჩემი "ანდერძი":

ქელეხისათვის სახელგამში

ვტოვებ მილიონს.


ნუ არბენინებთ კუბოსათვის

პაოლოს, ტიციანს,

მწერალთა საბჭომ არ იყიდოს

მკვდრისთვის იები;

კიტრის ნაფცქვენი მიმშვენებდეს

შუბლს - ნათელ ციანს,

ვარლამ რუხაძემ გამისტუმროს

ვალ-ნისიები.


ძმას - თურდოსპირელს

არ დაუკრათ სწრაფი დეპეშა,

არ დააყუდოთ ჩემს წინ, როგორც

ათონის ბერი,

გახსოვდეთ: მკვდარსაც აღმომხდება

ობოლი კვნესა,

თუ ჩემს გარშემო შეიკრიბა

ხალხი ცბიერი.


შიო მღვიმელი მიკიტნებთან

ასკუპეთ ცხენით,

კახურ ღვინისთვის

კუპრიანი მიეცით ხელში.

(ვ. გუნიას და შ. დადიანს

ეცით ნუგეში:

ასვით ნუნუა

ან ჯიხვის რქით,

ან აზარფეშით).


არ მინდა გლოვა,

არც წუწუნი,

წამიღეთ ლხენით,

ჩხიკვაძის გვერდით მიმაბარეთ

მეც დიდუბეში.

ჩვენმა მდივანმა ბესო ჟღენტმა

მისცეს მოწმობა

ჩემს ოჯახობას ჩემი ბინის შეუალობის.


ფოცხვერიშვილმა გამიწიოს

მცირე ხნით ძმობა:

სასაფლაომდე მიმაცილოს

გუნდის გალობით.

მჯერა ჩემს ცხედარს დაიტირებს გალაკტიონი,

გვარად ტაბიძე და "ტიტულით"

"მეფე მგოსანი";


მის შერხევაზე კანკალს იწყებს

დიდი სიონი,

გლოვის ძაძებში გაეხვევა

მზე - სხივოსანი.

ყველაზე მეტად შეწუხდება

ვიცი "ნიანგი",

რადგან ჩემსავით

სძაგს იმასაც

მოზარე ჰანგი.


ცრემლებით თვალებს ნუ დაითხრით

(ჰმ!) გენაცვალეთ, გაშალეთ სუფრა,

არ დაიკლოთ

თართი და დოში;

მოხსენით ტიკსა, 

ყველა ოხრის "ტოსტები" სცალეთ

და გაიხსენეთ ქუჩიშვილის

ლხინი და "ხოშიც".


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გიორგი ქუჩიშვილი  • • •   გიორგი ქუჩიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen