|
ემონე ლაჟვარდს ყველაზე მეტად - ჭეშმარიტ საზომს არჩეულ სულთა, რომ ჩაგესვენოს მღელვარე სვეტად მარადი რწმენა და ფიქრი სუფთა.
და ორმაგობით ჩვენს წინ ირთვება… სულისთვის ყვლეგან აგია მახე, როცა ღამეა, ან დღე ინთება!
ეს მასკრადი მოეწყო ისე! დაფერფლე სული და ეცვი ჯვარსა, ვით ავაზაკი და როგორც ქრისტე!
და სიყვარული დაანთე სულში. იწამე ყოფნა ჩვენი ლანდური შორ მომავალში და შორ წარსულში.
მაგრამ ეძიე მათში ფარული, რომ ამეტყველდეს შენი სიმღერით დღის სინამდვილე, ღამე მთვარული.
ვისმეს ახარებს, ვისმეს სჭირდება?!. და, განწმენდილი დიდი ტკივილით, ღიმილით ყველას შეურიგდები! |


