კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:40

 

აგიაშვილსა ნიკასო,

ან ნაყვარება პიკასო.

გადარეულა პიკასო,

რა დავუშავე ნიკასო.

 

* * * * * * *

სულხან-საბას ოქროს წიგნი

რომ გამოსცა ლეონიძემ,

მისი ეშხით ისე დათვრა

როდორც ღვინით ძველი სიძე.

მაგრამ ბოლოს ვერ დამალა:

- ისე ცხონდა მამაჩემი,

რაც სიბრძნეა, საბასია,

რაც სიცრუე - არის ჩემი.

 

* * * * * * *

 

ის ურჩევნია მამასა,

შვილი არ სწერდეს დრამასა.

დავითმა ცეცხლი დასტოვა,

ამისგან რჩება ნაცარი.

და ისიც დავითისია,

სერგოში კარგი რაც არი.

 

* * * * * * *

 

იაკინთე ლოველასი,

ვერ დამწერი ნოველასი.

 

* * * * * * *

 

თაქთაქიშვილმა დათამა,

ამ ურჯულომ და თათარმა,

სუყველა როგორ დაქრთამა?

დაწერა ექვსი პიესა,

ექვსივე აპატიესა.

 

* * * * * * *

 

პოეტია გვარიანი

სივირიან ისიანი,

ის ლექსები რომ შეუთხზავს,

მისა თუ სხვისი არი?

 

* * * * * * *

 

მარგიანმა სახე ლოთი

მოიწმინდა სახელოთი.

 

* * * * * * *

 

ბესო მოუშვი ნებასა,

დაიწყებს მოხსენებასა.

 

* * * * * * *

 

გაჩენილი კატის კნუტად,

კანტს კითხულობს კანტი-კუნტად.

 

* * * * * * *

 

ჩიქორთული თარგმანებით

პირდაპირ რომ გულს უმიზნებს, -

"კაცი არ ხართ, ქრისტიანი?

გააჩერეთ ნუცუბიძე!"

 

* * * * * * *

 

არ გეძინება, აგიაშვილო?

დაწექ, ლოგინი აგია შვილო!

 

* * * * * * *

 

ეს თაობააა

თუ უთაობა?!

 

* * * * * * *

 

ალექსანდრე ქუთელია

კანტს კითხულობს უთენია,

ჰოდა, ისე ძაბავს კანტი,

რომ კოსტუმზე აწყდა კანტი.

 

* * * * * * *

 

გოგლა-ლოთუა

დემნა-შფოთუა

ლევან-გოთუა

 

* * * * * * *

 

ცნობილია ქვეყნად:

ლეონიძის-კვეხნა,

კაჭახიძის-კვატი,

ქიაჩელის-გვადი,

პაიჭაძის-ბუცი,

დემნას ფაცი-ფუცი.

 

* * * * * * *

 

ახლა კი დროს სოლომონ, რომა,

თავი ანებო რუსთავზე რომანს -

მშვიდობა ნახოს საქართველომა.

 

* * * * * * *

 

თუ გსურს, მისდიო საშას სისქეში,

ხშირად იარე სასასისკეში.

 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen