|
მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე * * * * * * *
მე, გამორღვეულ ჯიბეებში ხელჩაწყობილი, მივაბიჯებდი. შესაშური მეცვა ქურთუკიც. უძირო ცის ქვეშ, შენ გიკმიე, მუზავ, გუნდრუკი. ო! რა მშვენიერ ტრფობით ვიყავ გულშეპყრობილი!
მე, მეოცნებე ცეროდენა, ვიყავ გართული რითმვით. გრანდ ურსზე მომელოდა ბინა-ფარდული. ზეცას კი, ჩემი ვარსკვლავების ეკრა კამარა.
მე მათ ვუსმენდი, როცა, მძლავრი ბახუსის დარი, მეამებოდა ცვარი შუბლზე შემორჩენილი.
და ჩემს გაცვეთილ ფეხსაცმელზე ვჭიმავდი თასმას, ვით ქნარზე სიმებს, დახრილ მკერდზე მუხლმიბჯენილი!
მთარგმნელი: დავით წერედიანი * * * * * * *
ფართოდ ჩაფხრეწილ ჯიბეებში მუშტებჩაყრილი, წმინდა იდეალს მიტანებულ პალტო-ჯვალოთი, შენი ყმა, მუზავ, ღია ცისქვეშ მივდღეხვალობდი, გულში, ო ლა ლა, რა ტრფობათა მენთო სახმილი!
გზად, სიზმრეული ცეროდენა, რითმას წავწყვეტდი, სასტუმროს ჩემსას ერქვა ხომლი, დიდი ცაცხვეთი, გარშემო ჩემი ვარსკვლავების იდგა შრიალი.
ბინდში, დროდადრო, ძველი ღვინის მოძმრო შხეფებად დაცურდებოდა შიშველ შუბლზე სექტემბრის ცვარი.
ფეხსაცმლის ყელზე ვაბგერებდი რეზინის ზონარს და ცალი ფეხი გულს მეხუტა ვითარცა ქნარი. |


