|
თოვლით მომნათლა ცამ და დამისვებედა სევდა, გაოცებული ჩანდა ჩემი ნატანჯი დედა.
გადაეფარა ფანტელს, წერდა მიწაზე თოვლი ზეცის სევდიან ანდერძს.
მიუყვებოდა მარტო გახარებული მამა, ვეღარ იბნევდა პალტოს.
წვეთავდა თეთრი ციდან და არსებობა შენი ჩემში მზის ძალას ცდიდა.
ვღნაოდი თოთო სალამს, თოვლი მიდებდა თურმე ბედზე ლექსების სამანს.
დღემდე მოჰყვება კვირტებს. თოვლს სახელიც კი უთქვამს, ვიბადებოდი ვიდრე. |
| პოეზიის გვერდი • • • |


