ჩხუმლიანი კლდეს რომ მოსწყდა, "ლილეოს" მღეროდა, ხელები გაშალა - გაფრენა ეწადაო
|
ქარები ღრიალებენ, ქარები გუგუნებენ, ზვავებმა ამოავსეს კლდეთა ნაპრალები. ჰეი, ჩხუმლიანო, რად ხარ უგუნებოდ, უქმად რად ჰკიდია შენი ჯაბრალები. დაჯარდნენ თეთნულდი, უშბა და შხარა, გელიან ახალი გზები. სივრცეს მიარღვევენ გრიგალზე ჩქარა არწივთა ძლიერი ფრთები! სურვილი ქროლვის და ფრენის თეთრი მზის სხივებად ჩენის, ზოგს ხომ თვით სიკვდილიც შვენის... მაგრამ აქ რა უნდა სიკვდილს, ვითა სძლევს მკერდმაგარ მურყვამს. ჩხუმლიან, თეთნულდი გიცდის, გელიან შხარა და უშბა. ახლა სვანეთში "ლილეოს" გუგუნებენ, ზვავებმა გადალეკეს კლდეთა ნაპრალები, და შენც, ჩხუმლიანო, რად ხარ უგუნებოდ, უქმად რად ჰკიდია შენი ჯაბრალები. |


