|
მოვწყდი შენს კალთას, სინანული დამჩემდა მწარი, გაშლილი ნისლი, მზენასუნთქი, ნახნავს სდიოდა, თავს გადაევლო ეზოს სული, ბინდის ციცარი, ახალდადებულ კვერცხის სითბოს ინახავს ოდა.
შორი ვარსკვლავი შლის ცეკვაში ლერწმების მოხრას, ცრემლის სინათლით მინანქარი ოქროს ალღვება და ცა-მწვერვალი გააღვიძებს სხეულს ნაოხარს.
დაუთქვამ საზღვარს ცოდვილ სხეულს, სახევ მარადო. ქრისტეს გზასავით ძნელი არის შენი სურვილი, ცეცხლიან მახვილს დაგხვდი უნდო, უმუზარადო.
დაწუნებული სამარეში ჩამაგდეს ცერად, ვვლე ანგელოზთა მდუმარების ქვაში სხმა სრული, რომ შენი წელი ყვითლიკვერით შემომეწერა.
მიწა მიმზადებს ოქროს ლოგინს, კალთაგრძნეული, დაგიბრუნდები, არ ვარ შენი ავის მოსურნე და ზღაპარივით გასრულდება ათასწლეული. |


