|
ვიოლინოს ხმა, გაყურსული პონტე ვეკიო. ხიდზე წყვილები, ხიდის ქვეშ კი მდინარე მდორე. უცხო შეგრძნება, თითქოს ცაზე მთვარედ ვეკიდე, და მხოლოდ ჩემთვის სრულდებოდა ღამის "amore"...
შავ მდინარეში მოსრიალე თეთრი გონდოლა. გოგოსკენ, მკლავზე მოხატული ლურჯი ლილიით, ხიდის ბოლოდან შავთმიანი ბიჭი მორბოდა...
სინიორ-ღამე, დაგოფრილი წამოსასხამით, თავი ისეთი დახვეწილი ჟესტით გამაცნო, არ ეტყობოდა, ოდნავაც, რომ იყო ნასვამი...
ედიადემა მთავრის ვერცხლი ჯოტოს სამრეკლოს. ეს ღამე ახლა იდუმალი კარივით აღებს იმ დროს, რომელიც ვიგრძენი და მაინც არ მეყო... |


