|
წადილა დილამ მაინც დამასწრო გაზმორება და თვალის გახელა; გამოაჩქარა ქუჩა საბაზროდ, ფიროსმანი რომ ჰქვია სახელად.
ააკანკალა კოცნის კონები... სარუსთაველოდ ირჩევენ კაბებს ხატპეპლები და ხატგოგონები.
გამოამშვენეს შევრო-ქაშმირი... კოკაზე ონკანს ხმა ევერცხლება, მუშტარას ტაშტით დააქვს ნახშირი.
წაართვეს წრაქი უწმაწურ ბელებს; გამოწალამდა აფთიაქარიც და წნევიან დღეს უსევს წურბელებს.
ურცხვი სარეცხი თოქზე ქაქანებს... ჩამოიარა თეძოსრხევითა მზერითთარგმნილმა ჩემმა შაგანემ.
და სხვა დუქნისკენ წაბრძანდა ლოთი... რა ლამაზია მემაწვნე გოგო, ეს თეთრი დილა რომ დააქვს ქოთნით. |


