|
ხშირი ბურუსი ეხვია ქალაქს. დღე იყო ცივი და მობუზული. მინდოდა, მაგრამ არ მქონდა ძალა, არ ვყოფილიყავ, როგორც კუნძული.
ქალაქს უნდოდა, რომ დაეფარა ის, რასაც ერქვა უბრალოდ ფიქრი და რასაც ჩემი ყოფა ებარა.
თითქოს ქალაქი მიმახსოვრებდა და დიდ სახლებზე გაფენილ კრამიტს, მგონი, როგორღაც ჰგავდა ცხოვრება.
დაეჭვებული მზერის შეხებას და ვაბიჯებდი ძალიან ფრთხილად, რომ კრამიტები არ ჩამეტეხა. |


