კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 15:19

 

I

 

ღამეა თეთრ ეკლესიათა,

არსაით მოჰქრიან სიონი,

მთვარე აზამბახებს იათა,

კამკამებს ერისიონი.

ღამეა თეთრ ეკლესიათა,

ლასულან სალები ლესული,

მწუხრი ნათლად მომესიათა,

ციურ ალში გავავლე სული.

ღამეა თვალთეთრი ჯავრების

კამარასრულ ცისთვის ფერებად

მთიებნათოვი კენტავრები

ჯვართა და ჯავართა ფერებად

დგანან, ვით სულეთის მგზავრები

თვალთა ამებად და ფერებად.

 

II

 

ცა ანგელოსებით ივსება,

კილია ალად და კილამონ,

ლაჟვარდულ ზეფირთა ღირსება

კვლავ ააგვირილა დილამან.

ვა, რომ განრომილან რემანი

რაბამ რად რებულთა ღუთანი,

შავშეთურნი და შავგრემანნი

ყარყუმთ მაყრევანნი ყრუთანი,

გრემილ გარდამრიდთა გარება

გრიგალურ გარიზინს გარისად

გარდაკურ განმიგს ანგარებით

განლევს გრგანთა მონაგარისად.

 

III

 

სათის ტატნობია მთაწმინდა,

ღამით შესუდრული კარავი,

ჟამიერ მრეკველად აწ გვინდა

ზარი ზანდობარად მზარავი.

სათის ტატნობია მთაწმინდა,

სათიმცა რად მასთან შავობდა,

ვერცხლია უდაბნოდ ნაწვიმთა,

შვებათა შიბად რომ შვავობდა.

აქ ქვის ანგელოსნი სტირიან,

ცრემლით სადაფობენ წამწამნი:

ვისისად შვრებოდა მირიან,

წამად რად იწამნენ ან წამნი

წარტრობილ წარმართთა წანდილო

ღადრად რად ღვივოდა მონღოლი,

ან ნინევ-ნავანი მანდილი

ვით ბედისწერადი სონღული

დრომან იმედები წარკაფა,

გცვივოდინ თვალთაგან ლალები

წარსულთა შვებათა მარქაფა,

ჩანგი-ღა დგას ნავალალები,

ცით - ჯოჯოხეთური ღარტაფით

სიკვდილს უხმობენ ალალები!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen