კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:51

 

გავბედე ლექსის დაწერა,

ვიტყვი ჩემ გულისთქმისასა,

სიტყვად მოვაქცევ სიხარულს

და დარდსაც ცხოვრებისასა.


ქვის გულს ჩავუდებ საგულეს

და თვალებს არწივისასა,

ხმა უნდა ჰქონდეს საამო,

ვით ლარებს ჩონგურისასა.


ბერდენკა დაკრულ ჯიხვს ჰგვანდას,

მის ნაფრენს ჭიუხისასა,

სისხლით გატბარულ ქვა-კლდეთა,

ჭალაში რახ-რუხს რქისასა.


საარაგვოზე ნისლებსა,

მავალთა ხევ-ხუვისასა,

ზვავით ჩალოკილ ფერდებზე,

ამოსვლას ყვავილისასა.


არაგველების ნაქნარსა,

ჟღარუნსა ფარ-შუბ-ხმლისასა,

მამულ-წყლის სადარაჯოზე,

სისხლის დანთხევას მტრისასა.


ვეფხვის და მოყმის ამბავსა,

ჩახოცვას ერთურთისასა,

კაი ყმის დედის ნატირალს,

გლოვასა ვეფხვებისასა.


ფეხონში ჩონგურზე ნამღერ,

გმირობას წინაპრისასა,

ძმობა შეფიცულ ვაჟების,

ჭამასა ფიცვერცხლისასა.


შესახელებულ სანათლავს,

ჯვარში ალს კელაპტრისასა,

დროშების გამობრძანებას,

ჩუმ ლოცვას ხუცესისასა.


მხარ-იღლივ ქნევას ცელისას,

ჩათიბვას დიყებისასა,

სთველში ლიშანა ხარებით,

თრევასა, ნათიბისასა.


ლექს უნდა იყვას ისეთა,

გულს ხინჯად აჩნდეს მტრისასა,

ჰგავდეს ბულბულის გალობას,

მთაში ყმუილსა მგლისასა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen