კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:59

 

 

ზეცას შახენეო აპარეკავ,

მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,

ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,

ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!


დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,

ღამე გავიტანათ საუბარით.

ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,

მამშორდ გაიგონე ნაუბარი!


ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,

მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,

ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,

ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.


ღამე უტეხია მათ საუბარს,

დილა გათენებულ ნამიანი,

რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,

ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.


სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,

დილამ შუადღისკენ გაიწია,

კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,

მერე ეშმაკურად ჩაიცინა.


ქალმა ლუკმა მისცა... თავ დახარა,

კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა...

სასმელმ კაცის გონი გადაფარა,

(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და...)


... რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და... -

შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,...

ნელა გადავიდა დათვისჯვარს და

ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen