კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:10

 

გამომეცვალა ლაღი ბუნება,

დავალ მეტროში, როგორც თხუნელა,

მზეს ვემალები, მზეს ვენანები,

არ ვემეტები გასახუნებლად.


ისე ვით ბაკის კარებს ბატკნები,

მოაწყდებიან მომდგარ ვაგონებს,

ისე შეგრჩება ფეხი ნატკენი,

ბოდიშს არავინ არ გაგაგონებს;


სხედან კაცები, ქონდრის კაცები,

ჰგვანან უნიჭო მხატვრის ნახატებს,

ჩემს წინ დამდგარა, ვიღაც უცნობი,

და მზესუმზირის ჭამას მახარბებს.


ვზივარ, იმ ჭაბუკს გულგრილად ვუცქერ,

ხელში წიგნი რომ აუტაცია,

ისე კითხულობს პუშკინის ფურცლებს,

როგორც გაზეთის უნდილ სტატიას;


გაძლო ყინვაში ნერგმა დარგულმა,

საგულეს უნდა გედოს ქვაგული,

რამდენ მომაკვდავს იტევს ხახაში,

ეს ბაყბაყდევის გამოქვაბული.


აქ როგორც წესი ყველა ლამაზი,

სიყვარულს ჩათვლის ჭორად მოგონილს,

ღიმილს არავინ შემოგთავაზებს,

წესი ყოფილა თურმე როგორი.


გამომეცვალა ლაღი ბუნება

დავალ მეტროში, როგორც თხუნელა,

მზეს ვემალები, მზეს ვენანები,

არ ვემეტები გასახუნებლად.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen