მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
|
ხოჭოთა გუნდებს ღუმელთა ჭვარტლად აფრქვევს მთვლემარე ბაღების ტევრი, ჩემს სანთლის გასწვრივ, მე ვხედავ ნათლად, თავქვე ჰკიდია სამყარო ბევრი.
მე ამ ღამეში თეთრად ნათევი, სადაც ალვისხემ სივრცე მიახშო დაფერდებული მთვარის ნათელით.
ვით საიდუმლოს გამოცხადება, სადაც ბაღს, მასში ჩაკიდულს თავქვე, თვალწინ უპყრია ზეცის ხატება. |


