კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 21:49

 

ქალია ქვეყნად სიცოცხლის და ტრფობის სათავე, 

მოვალეობა ოჯახის და წინაშე ერის, 

შეუდრეკელად რომ უპყრია ქვეყნის სადავე, 

სიწმინდე დედის, თუ სიმტკიცე ფუძის და ჭერის.


ქალია, ვინაც მხრებით ზიდა მძიმე მანდილი, 

ქვრივიც ქალია, გმირი შვილის ჭირისუფალიც, 

ნურავინ იტყვის ქალად ყოფნა იყოს ადვილი, 

რამეთუ დედა, ვერ იქნება თავისუფალი.


ფარია იგი, მახვილია, თბილი ბუდეა, 

სიყვარულიც და ერთგულებაც თავად ქალია, 

სუსტია, მაგრამ, თუ დასჭირდა კლდე-კარ-ზღუდეა, 

მტერთან უდრეკი, უშიშარი ამორძალია.


არა, ადვილად არ გაგიხსნის გულის იარებს, 

დადის უთქმელი, სევდიანი მაინც მეტწილად, 

ათ შვილს გააჩენს, ათ სიცოცხლეს აახმიანებს, 

მერე ათივეს სამშობლოსთვის უხმოდ შესწირავს.


მზეა მხურვალე, მწყრვალისთვის წყალია წყაროს, 

ერის ბურჯია და იმედით ნაჭედი ფარი. 

იგია ძალა, იგი არის პულსი სამყაროს, 

ოი, გამგებავ, უფლის დედაც ქალია ქალი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა მეფარიშვილი  • • •   ნანა მეფარიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen