კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:02

 

ალავერდო, გთხოვ, მავედრო

შენი სრულქმნის სიძლიერეს,

ჩემი სული სანთლად გენთოს,

ჩამოგვხედე მიწიერებს.


ალავერდო, არ ინებო

დავიწყება ბალავრისა,

ბნელში დანთქმულ ქვათა ძალამ

აგამაღლა ღაღადისად.


თეთრი კედლის შუქით ვთბები

და გუმბათის მხიბლავს ეშხი;

შენი ჯვარი ნისლის ფრთებით

გარეულა ვარსკვლავებში.


კვლავ ამაღლდი ველთა ზედა,

ხმა შთაბერე ჩამქრალ ზარებს,

განაწამებ ქართვლის დედას

დამწვარ მკერდზე დაეფარე.


ალავერდო, გთხოვ, მავედრო,

შენი სრულქმნის სიძლიერეს,

ჩემი სული სანთლად გენთოს,

ჩამოგვხედე მიწიერებს!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen