კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 18:17

 

ლიფოდა...

ხადუ...

ხალდე...

ახადი...

მე არ მეგონა თუ აქ გნახავდით -

შუმერის ჯვრებო ქვებზე ნახატო!..

თუ მეყოფოდა პური მცხეთამდე,

ძველი ღმერთიდან ახალ ღმერთამდე,

ერთი ნაბიჯი მრჩება ლეთამდე -

ახალი დროის საგიჟეთამდე!..


როცა ჟინვალთან წყალზე გადახვალ -

მაშინ იფიქრებ - ნეტავ სადა ხარ!?

რომელი ჯვარი ჰქონდა იახსარს -

დევის სისხლში რომ არ დაიმარხა...

გაფიქრებს ქარდუს ქვების დანახვა, -

და მუცოს კედლის გვერდზე გადახრა -

გატკივებს გულს და ლოცვას განდომებს,

ეს ქვები სიტყვას აღარ განდობენ...

ხერთვისის ჭალებს ჟამი გადახნავს -

ბედისწერული ძალის თანახმად:

წყალში ეფლობა ჯვარი ჟინვანის:

შენი “ნანი” და შენი "ინანი”...

გვიან მიხვდები - როგორ დაგმარხეს!

როცა მიხვდები მერე ინანი...


წინდახუ...

ხალდე...

ხადუ...

ახადი...

ხეთური ჯვრები ქვებზე ნახატი!..

ეს მოკლე გზაა მცხეთის სახლამდე,

და ერთი სუნთქვა - ქრისტეს კვართამდე!..

გაფითრებს მცხეთის ჯვარის დანახვა -

ანუ - ჟრიალი საღვთო სამარხთა...

სიცოცხლის სხივი ორად გაყრილი:

როგორც ხოგაის - მინდის აჩრდილი...


მთებზე ანათებს სული მეოხი -

ის საქართველო დავით IV - ის!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen