კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:27

 

ყველაზე უწინ მე გავიღვიძებ,

ფრთას ფრთას შემოვკრავ, რა თვალს ვახილებ, 

დავკრავ, დავუსტვენ, მსმენელს ვაგიჟებ, 

მშვენიერი ხმით ღმერთსა ვადიდებ. 

უფლისაგან მაქვს სასმელ-საჭმელი, 

არც ვთეს, არცა ვმკი, არცა ვარ მხვნელი, 

ვარ გამაძღარი, მაქვს მე ყოველი, 

მოდი, ზაფხულო, მე შენ მოგელი! 

მიყვარს ზაფხული, მწვანით შემკული, 

ვცელქობ, მაშინ ვარ აღტაცებული; 

სახლი მაქვს მინდვრად ღვთის მოცემული, 

ცის ქვეშა ვფრინავ გახარებული. 

ზეცით მწვანეზე ჩამოვეშვები,

მშვენიერ ყვავილთ შორისა ვჯდები, 

ხან ტყის, ხან წყლისა პირს მოვედები

და, ვით ისარი, მასზე გავსხლტები... 

ვინ მომეწევა, გინდ იყოს ცხენი, 

გინდ მიმინო და გინდ შევარდენი... 

მაგრამ მიჭერენ მცირე მახითა, 

მიტყუებენ რა ხორბლის მარცვლითა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen