კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:35

 

გზებზე გამოდის მოქანცული მთა ყავარჯენით

სადაც ღრუბლებით კავკასია დანადარია. 

გეკურთხოს მგზავრი კლდეებიდან მხარი მარჯვენა. 

ადგეს მწირველი მიესალმოს მინდვრებს ფარდიანს.

სადაც ლომების მოღმუილე დაჭრილ ჯოგივით, 

თერგი აბოღმებს საუკუნით ჩაყრილ ხეობებს. 

გადახვეწილი სივრცეებზე მყინვარი ყივის, 

ჟამთა ჯირითში დაუნდობლად დაობლებული, 

გავიპობ მკერდს, ყინვის ხეხვისგან გასპეტაკებულს,

მარცხენა მხრიდან ამოვიღებ მყინვარს გათოშილს;

წამოვლენ დრონი - კლდეები მკერდებს დატაკებენ 

და ღამეები ხრამების ყრონტში აბრიალდება.

და როცა ცაზე მზე ტრიალებს ცეცხლის ბორბალი, 

ყინვებს სხივები მოტეხილ ფრთებით დაეკიდება; 

აფრინდებიან კავკასიის კვლებზე ორბები

და მწვერვალებზე ვარსკვლავთა წეწვია აკივდებიან. 

შემდეგ უკრავენ ქარავნები ძვლების საკრალებს, 

და სეტყვებიდან გამოხრავენ ხრამებში სოროს 

მაშინ კავკასი ყინულებით ტანში შეკრული 

თავის ტკივილებს გამოუთქმელს ცას სუფლიორობს. 

როცა სამშობლოს შეხედავენ მთანი შუბლებით 

მყინვარის გულზე ამართული დგება ილია,

მოდის ხალხისკენ მინდვრებივით თავისუფლება

და თან დროულად არჩეულ გზებზე მთების ჯოგები გამოივლიან.

 

* * * * * *

 

როცა თერგი ხტის კრისტალებად ქვათა სიპებზე 

და დაჭრილივით კლდეზე ურტყამ ფრთიან ჩანჩქერებს, 

მდინარის გულით ამოხედავს მთების სპილოებს 

და ყორნის ნაცვლად ძირს ყორნები ჩამოხავლებენ. 

მყინვარი ჩემს სულს და საუკუნის საყვირს ემონა, 

იხურავს ქუდს - სხეულს ამოსწევს გაფოტროებულს 

ამოუძვრები მე ყრონტიდან. როგორც დემონი, 

და ჩემს მიზნებით მწვერვალებზე დავტრიალდები. 

და წელმოუხრელს დამარცხების ელვა მეცემა 

ჩამოდის წვიმა. ფეხები მოაქვს გაფანტული კიბორჩხალებად

დემონს სივრცეში სიმახინჯით გამეცინება

და დასცვივდება გაცინება ყინულების ნაკვერცხლებივით.

 

* * * * * *

 

საუკუნენი გაბაწრული სხივთა ღვედებით.

და სიბნელეში დაკარგული, ნაბიჯები წამოდგებიან. 

მყინვარი ხედავს თავის მიზნის ახალ ზღუდეებს 

და იცვლის გზას დადგმულ დროებით გამოგონებულს.

მთა ილია ეს გაზრდილი შენი მთებია

ორბელიანი აქ მიფორთხავს დამტყდარ ფრჩხილებით, 

მთანი კლდეების მკერდებიდან ღრიალდებიან

და ებრძვის მზე ღრუბლების ჯარს, მოჩხუბარივით, 

მაშინ კბილები ყინულებით გაბოლქომდება.

მე წილად მერგოს ამ ცხოვრების საგალობელი 

ჩვენ მივცეთ ხალხს კრისტალ გრძნობების შემოქმედება 

და გავირეკოთ ძველი მთები ბებერი მგლებივით 

გონების გზა ავირჩიოთ მოსაზრებული,

ტვინის სიმძიმე ფრჩხილებამდის დაგვაზრიალოს, 

ადგეს მწვერვალი, დაუძრავი, ჩრდილობიანად

და მსოფლიოში ბრძოლებისთვის ყველა ზღვები გადაიაროს 

სივრცე ცეკვაა და მაიმუნად მზე დადგება მუდამ ცერებზე 

და არ იფორთხებს ყინულებზე ორბელიანი

ამის შესახებ. მყინვარს ბევრჯერ გაგეცინება

და ეს სიცილი გადავარდება ცხოვრებაში ცეცხლის ბორბლებად.

 

* * * * * *

 

თერგი შეღმუის საუკუნით ჩაყრილ ხეობებს 

სდუმს ილია თვის სურვილების დამწუხრებისას

დროების გული ამორთმეული დაეკიდება ჩემ ხმელ ხელებზე 

და მყინვარს მწვერვალს მკერდში მადგამენ კავკასიის მაღალ მხრებიდან

როკაპი მთა სად გაქრა ხალხი მოითხოვს 

მთები იწყებენ სინიდისით ფერის ცვალებას, 

დარბაისელი მთა გამოდის მოთმინებიდან.

და შენდებიან შენობები, საუკუნები ჩონჩხის ძვლებივით, 

მიდის ილია ჩვენი მთების უხმო დარაჯი

მას მოძრაობა მხოლოდ თერგის მსგავსი სწყურია, 

აიწევს ხელებს. დაექადნება ცას გალურჯებულს

და დაიყეფებს ის კლდეებიდან გაძევებული როგორც მურია, 

ცა საუკუნის სურვილებით გაიჟღალება

დროის საკრალნი უმღერიან მყოფადს ფრთებიან 

შორს წავა წვიმა მოჩხრიალე წინწკლის ეჟვნებით,

და კავკასიის მწვერვალებზე სუკუნენი კრისტალებად გამეფდებიან.

 

* * * * * *

 

მე ვიპობ მკერდს ყინვის ხეხვისგან გასპეტაკებულს, 

მარჯვენა მხრიდან ამოვიღებ მყინვარს გათოშილს; 

წამოვლენ დრონი - კლდეები მკერდებს დაატაკებენ,

და ღამეები ხრამების ყრონტში აბრიალდება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen