კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:44

 

ვდუმვარ ხანდახან, 

მებუტება დაღლილი ბაგე,

"ეხლა სადა ხარ,

ვისი სულის სამყაროს აგებ?",


თვალნათლივ ვხედავ,

მეურჩება მაინც გონება,

ვერაფერს გბედავ,

მავსებს ეჭვი და დაღონება.


არადა ვიცი, მაგრამ 

მაინც ვფიქრობ და მიჭირს,

არ მჯერა ფიცი,

კაცთა ნდობის დავკარგე ნიჭი.


"იქნებ ერთი ხარ?!" -

არ მგონია, ყველა ერთია,

"ვითომ ღმერთი ხარ?!" -

შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია.


ვდუმვარ ხანდახან,

გავუყუჩდე სიყვარულს უნდა,

"ეხლა სადა ხარ? " -

ჩემს დუმილში მომეხმე, მსურდა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მანანა ფრუიძე  • • •   მანანა ფრუიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen