კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:50

 

გრძელ ღამეებში, როცა ხარ მარტო

და ხევდას გმატებს კვიმატი მარტი,

როცა ფანჯრიდან ითვლი ვარსკვლავებს -

მსურს შენთან ვიყო მორიდებით,

როგორც ფარეში

რომ განუგეშო სიმწუხარეში.


როს შემოიჭდობ თმა გაშლილ თავზე,

ნაზი ზმორებით თეთრ შიშველ მკლავებს -

მხურვალე კოცნით ამოგიშრობ ოფლიან ღლიავს,

და შენს ღრმა თვალებს, რომ გავს ორ შავ ქლიავს,

ვნებით შევმატებ ელვარებას ვერცხლის დანისას.

და სიახლოვეს ათრთოლებულს ჩვენი ტანისას.


კედლის დიდ სარკის ბროლის მინაზე

ფანჯრიდან მორცხვად ბაკმიან მთვარის 

კვლავ აქარგავს ქარვის სინაზე.

როცა ვერ ვბედავ, რომ მოვიდე მე შენს ბინაზე, -

სასაფლაოზე ვათევ ღამეს, როგორც უჭერო.

ო, თუმცა მიშლის მამაჩემი ღამე სიარულს,

და მირჩევს იმის დარიგებას მე დაუჯერო,


მაგრამ ჩუმდება, რადგან სახლში ვერასოდეს მხედავს მხიარულს.

ვიცი, რომ სურვილს შიში აბრუშებს,

მათხოვრის ჯოხით დიდხანს ვიარ მე საცოდავად.

და ჩემს სიცოცხლეს გაუხარელს, ცოდვილს, ნამრუშებს

გავუთხრი საფლავს მე თვითონ თავად.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen