|
ისწავლე მარტოობა, ჩემო სულელო თავო, კარზე ისეთი დრო მოგვდგომია, - ისწავლე მარტოობა, ჩემო სულელო თავო, და განა იმიტომ, რომ ბავშვები საღამოობით უჩინარდებიან, და განა იმიტომ, რომ ხელს არავინ მოგიკიდებს ნაგვის ურიკას, ისწავლე მარტოობა, ჩემო სულელო თავო, რომ, როცა კარს მოგვადგება ნამდვილი სიბერე, აღარ იწუწუნო საკუთარ სიმარტოვეზე და ზამთრის მიწაში ჩაყინულ ურიკაზე. |
| პოეზიის გვერდი • • • |


