მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი
|
რამდენის ტრფობით ვიყავ შმაგი, განახელები, რამდენი მახსოვს, ვით ცა ღრუბლით დაუფარავი! რამდენ მშვენიერ ბანოვანის ვკოცნე ხელები, არ დაუწყვილა ამ გულს გული მაინც არავინ.
ღმერთმა იცოდეს, რომ ყველასთან ვიყავ გულწრფელი. ახლა კი სულში სხვანაირი ჰანგი ხმაურობს, ვშიშობ, ცხოვრებას დაეჭვებულ მზერით ვუცქერი.
თქვენც, ლამაზებო, თქვენს ეკალზეც ბევრჯერ დავები… მფლანგველი ვიყავ, ახლა უკვე განძს ვუფრთხილდები, რაც წამიგია, ალალ იყოს, არ გედავებით.
არ მინდა, ბოლოს დამენამოს თვალი სისველით. ვიპოვე იგი - გულმოწყალე და უშურველი - მაღლა ცაშია ყოველივეს მართლად მიმზღველი. |


