კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 18:09

 

 

მე რომ მიყვარდი, ის სიყვარული

მომაკვდავთ ენით არ გამოითქმის!

შენ იყავ ჩემი სიტყვა და საქმე

და თვით მიზეზიც წრფელის გულისთქმის!..


სიყმაწვილიდან მწარ სიბერემდე,

ოქროქსოვილად გეფინებოდი,

და თვით ხატის წინ წმინდა სანთელი

შუქმოპარპალე, უხმოდ ვდნებოდი.


შენის მოხიბვლით გამოწვეული,

წინ მიმიძღოდა მეც ის ნათელი...

და ჩემი ნატვრაც მხოლოდ ეს იყო!

სამაგიერო და სასყიდელი.


ვფიქრობდი შენ წინ წვითა და დაგვით

წმინდად დადნობას, ტკბილად გაქრობას...

მაგრამ სიწმინდის წაბილწვაც თურმე

არაფრად უჩანს შურსა და მტრობას!


აწ რაღა მეთქმის? კურთხეულ იყოს

მიუწვდომელი მაღლით განგება

ჩეი ნათელი ბნელად გეჩვენა

და წყევლა-კრულვად - ქებათა-ქება!..


უნდა მოგშორდე იძულებული!..

მშვიდობით, მაგრამ ვაი მშვიდობას!!

თუ უნებურად შეგცოდე რამე,

სულგრძელი იყავ! ვითხოვ შენდობას!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen