|
დალაი თქვით, დალაი, მხედრებო! დალაი! დალაი! ძნელია დალაობაი! ბრალია, მეფე ერეკლევ, შენი ულაშქროდ სიკვდილი! დალაი! დალაი! ჩვენ ნუვის შევატყობინებთ მეფის ერეკლეს სიკვდილსა! დალაი! დალაი! ლაშქარს გიკითხვენ ლომები, ომში არ წაგვიძღვებია? დალაი თქვით, დალაი, მხედრებო! დალაი! დალაი! მტერთან - ხმალამოღებულო! ლაშქარს - თავგამოდებულო! დალაი! დალაი! ჭკვიანო, საქცივლიანო! გამბჭეო, მოსამართლეო! დალაი! დალაი! იმედო თავის ქვეყნისა, გამრიგევ საქართველოსი! - დალაი! დალაი! ნეტავ შენ, სულეთს შემსვლელო მტრედისფერაის ცხენითა! დალაი, დალაი ვთქვათ, მხედრებო! დალაი! დალაი! - ძნელია დალაობაი! |


