|
ის იყო ყველას საოცნებო, ნაზი ასული, მზისფერი თმებით და უძიროდ ლურჯი თვალებით, (დღევანდელი დღე, ხვალის შემდეგ, როგორც წარსული, გაგვახსენდება და ცრემლებს ვერ დავემალებით.)
გრძელი საწვიმით, დაფლეთილი, გაშლილი ქოლგით, მოაჩხაკუნებს ძირგავარდნილ სანდლის აბზინდებს და ოქროსფერი საყელურით მოყვება დოგი...
შეიშმუშნება და ხოხბისებრ მოიღერს კისერს, და ყოველდილით ამ ცხოვრების მრუდე სცენაზე მორჩილი სახით, მარტოდმარტო გამოდის ბისზე. |


