|
ერთი უყურეთ ჩემს ტურფა ბაღსა, ნაოხარს-ღა ჰგავს, უპატრონოსა! წყაროც დამშრალა უკვდავებისა, რო ჩუხჩუხებდა ბაღის ბოლოსა.
ვარდნი, იანი, ხენი მყოვანნი. გამხმარს ხეებზე, დამჭკნარს ბუჩქებზე სხედან, ჩხავიან ყვავნი, ყორანნი.
თუმც გაზაფხულმა სუფრა გაშალა, არ დასჭიკჭიკებს თავზე მერცხალი, გადაკარგულა, ისიც გამწყრალა.
როს საქეიფო არარა სდნება: არც თვალს ახარებს და აღარც სმენას, ბაღის ნაყოფით ვეღარვინ ძღება.
მოურიდებლად გველები ძვრება! ვაჰ, რა ძნელია, შვენიერება ოდეს ჩვენ თვალწინ იღუპვის, კვდება!
აღარ ამოდის, ქარქაშში რჩება. გველებით წნული ღობე ავლია, ბაღში გადასვლა მძაგს, მეძნელება.
აღსავსემ გესლით, ბოროტებითა, და ჯოჯოხეთად გარდაქმნა ბაღი, ედემი, თავის მოქმედებითა?!
და ვერაგობა გულის, ტვინისა ბოროტებისგან შეზელილ არსთა, ნაყოფი წყეულთ ბილწის ჟინისა.
ვერ გავიყვანე მილი ცრემლისა მის მოსარწყავად, განსაცხოვლებლად, თუმცა მკლავს მუდამ ნდომა შველისა.
ჩემგან მოელის იგი შველასა. ვაჰ, რომ ვეღარ ვშველ! თქვენ ჭირსა გპარავთ, გემუდარებით, ძმანო, ყველასა: უშველეთ რამა, თქვენი ჭირიმეთ, ჩემის გულის და გონის მწველასა! |
| პოეზიის გვერდი • • • |


