|
ვეღარ დავასათაურე, ვეღარ გავაიასნე და დე-ფაქტომ და დე-იურემ შანსი გამიმიასედა.
ვეცადე და ვერ ჩამოვხტი გაფრენილი ტაიჭიდან.
არ ჩანს რითმის მეწყვილე და არიფი და ამხანაგი.
რომელმაც ვერ მიმიპყრო და მიმიმხრო და მიმიზიდა.
არ სჭირდება ატომივით მძიმე წყალი და ურანი.
ხოლო რითმის მაგივრობას გასწევს რითმის ნაბიჭვარი.
მაგრამ აქაც საჭიროა უფრო მეტი მეგა-ვატი.
დე-ფაქტო და დე-იურე ვეღარ გავაიდეურე.
და მესიჯი გაიშიფრა ყურმოკრული საუბრიდან:
შაში თუ არ გაუგორდა და არც შაშვი აუფრინდა?! |
| პოეზიის გვერდი • • • |


