- ეპიგრამები -
|
ახტა და დახტა მავანი, სიტყვა იქნია ლახტად, ჯერ ახტა ბარიკადაზე, მერე სცენაზე გახტა: - ძირს მეფე, ტაკიმასხრები, ვინც ტრიალებდა ტახტთან! ახტა და დახტა მავანი... ერთიც ახტა და დახტა, ჯამბაზები და მასხრები ყველა დატოვა სახტად: ცირკში მიწვევის მაგიერ მეფის მრჩეველი გახდა. |


