კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:45

 

 

გალაკტიონს

 

მთვარეს - სიბნელის ნათელ შვერილს,

შენი რამდენი მზერა შვენის,

მარადისობის გადამრჩენი,

ადამიანო, ნეტავ?

ამაოების განჩინებას

თავისუფალ სულს აჯიბრებდი,

ხან - ანგელოზსაც აშინებდი

ქაოსის მრწემი მოწმე.

ვერ იქარვებდი სივრცის სურვილს.

და ორთავ მხარის იდექ ზღურბლთან.

ის, რაც გაგაჩნდა, არვის შურდა -

არარსებობის ტანჯვა.

მხედარი მზის და ცალადმყოფი,

განმქვრევისა და წარმავლობის

როგორ ებრძოდი ძალადობას -

"ზმანებამტკივან" სულით!

აღდგომისფერი მწიფე ენდრო

სოფელს უხუნარ ფერად ედო.

მარადისობით გული გეძღო,

ხომ ეს უნდოდა უფალს?!

ქორწილში ღვინო გაგეჩინა,

ვით მეცხრე კარის განაჩენი -

ტანჯვით მაცხოვრის გადამრჩენო

უანგელოსო ჟამში.

ყველა კანონთა სამართალის

რღვევა - ახალთა გამართლებად,

სიტყვები - ბედის კამათლები

გილაგდებოდა ხელში.

სამშობლო გცდიდა თავის ცოდვილს,

ჰაერისა და ცეცხლის მკოდველს,

წყლის და ლაჟვარდის მონაქობი -

სკნელთა ორპირი გედგა.

მარილის სიტკბო ჰქონდა ლოცვებს,

ზმანების სიტყვის ბახს და მოცარტს,

სურო-სულს -სხივზე გსურდა ცოცვა,

ზეცის კედელზე მაღლა.

სამყარო კვართად მოისარკე -

წამების ჟამი მოისაგრე,

საიდუმლოთა მოიგავემ,

"სამუდამო მხრის" ხილვით.

უსმენდი ქვეყნის უხმო მოთქმას,

როგორც ურუქის ბრძენი მოგვი -

ღმერთის პასუხზე ყურის მოკვრს

ელოდი დიდხანს, მაინც.

შენც რჯული ცეცხლით დაგეწერა.

შენც იქეც კერის მზიან ძელად.

სვე-საიდუმლო ენის მცველო,

თამამი იყავ ღმერთთან!

ქარით და თქეშით ლურჯადმღვრიე,

ჰაერი ისე ჩაამსხვრიე,

მწიფე ზეცას რომ დაარხევენ -

ტკბილი მტევნების მაღლარს.

შიშის ნეშოში განალეშხი,

შორს, ნისლეულთა დარანებში

ფასკუნჯის ფრთები გიმშრალებდა

უსასრულობას, ვიცი.

ყველა მხრის ქარის ენას ფლობდი,

დიდების ჟრჟოლას ნერვით გრძნობდი,

როგორ გინდოდა სამშობლოში,

როგორ გინდოდა სამშობლოში,

როგორ გინდოდა სამშობლოში

ადამიანად ყოფნა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen