|
გადაგაშენა ზამთრის ობლობამ შენ უნაზესო, მორჩილო ღვთისა და ვერ გიშველა შენ ჩვენმა ძმობამ და ვერც ალერსმა სამშობლოს ცისამ.
ღონე მიხდილი ბევრი წვალებით, მაგრამ ამ ჯვარცმით გადაქცეული გვიყურებ სულში წმინდა თვალებით.
და პოეზიამ დაგადნო სწრაფად. მაღალი ტანჯვის ღვთიურ შვენებამ დაგასნეულა და დაგწვა მძაფრად.
შენს სულს განწმენდის ალერსით იღებს და სიყვარულის უტკბესი დედა შენ ღვთისმშობელი კარებს გაგიღებს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


