კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:45

 

 

ჩავალაგოთ მოდი ბარგი

და გავიქცეთ სადმე შორს!

მჯერა, რომ იქნება კარგი...

თუმცა დაგვიყრიან ჭორს.


დამწამებენ უზნეობას,

შენ კი გიწოდებენ მრუშს.

არ დავკარგავთ ჩვენ მხნეობას,

არ ავყვებით ღვარძლს და შურს.


არის ჩვენი ბინა მინდვრად,

ზეცა ჩვენი ჭერია...

და იძახეთ, ვისაც გინდათ:

"სულელი და შტერია".


გვერდით თუ გყავს,ის,ვინც გიყვარს

- რად გცივა? არ გაცხუნებს.

ვაკადრებდი მე მსგავს სიტყვას,

ამ მცივანა კაცუნებს.


მთავარია ერთად ვიყოთ,

ყურს ნუ ვუგდებთ ლაყბობას.

ის დრო არის, ხელი მივყოთ

ერთმანეთის გათბობას.


მინდა, მინდა, მინდა, მინდა!..

და მიფრინავს შარვალი.

აქეთ ქურქი, იქით წინდა...

დაგვითმია მრავალი.


მერე წუთი შესვენება,

მერე ისევ ვნებები,

ღამე წამად მეჩვენება,

მე სიყვარულს ვნებდები.


დამავიწყე, რაც კი მქონდა,

ცრემლები და წუხილი.

შენ გეძღვნება, როგორც ოდა

ჩემი სისიხლის დუღილი!"

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen