|
ორი საუკუნის და ორი ათასწლეულის ბერიკაცო, ჩოხასავით შემოგაცვდა სხეული.
ციფრებს გაუშინაურდი - გულგრილი და გულცივი.
კახური გაქვს დალეული - ოცდაერთი ცისტერნა,
დრო მოვა და დაგითვლიან მთიელი და ბარელი,
საკუთარი კარმიდამო მაინც გააპარნასო.
მიითვალე ნასესხებიც ანუ ოცდამეერთე.
ნაღდი ოცდაერთია და კარტიც ჩამოვარიგოთ.
და გაფრენილს დაეწევა მორბენალი სტრიქონი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


