კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:39

 

ზღვას ენატრება იყოს პატარა,

ვით უნაზესი ჩიტი კოლიბრი,

ხარბი ტალღები დიდხანს ატარა

თვითონ მარადი, მწვანე და ლიბრი.


ზღვას მოეწყინა თავის სიმძიმე,

ბუმბერაზობა, გრიგალი, მეხი

ნახა სიზმარში ტბა მოციმციმე

და ჩინელ ქალის მტკივანი ფეხი.


ზღვას აღარ უნდა თავის სისრულე,

თითქო წურბელი მის გულს მოება

უღონო ტრფობით ის დაისრულა,

სურს ბეჭდის თვალში განმარტოება;


რომ ქინძისთავის იგრძნოს სინაზე

და გაჰყვეს სმენით მცირე ნაკადულს,

რომ მოგონების მსუბუქ სინაზე

ჩამოეკიდოს როგორც კაკადუ.


უცხო ამალით მოვიდა ქალი,

თავის სახელი წყალზე დაწერა

ნიღაბიანი, როგორც გრგალი,

იღიმებოდა ის ალმაცერად.


თავისი თავი ზღვამ გაიმეტა,

გაჰყვა დედოფალს, როგორც შლეიფი

ცაზე გამოჩნდა ახალ იმედად

სხვა ირონია და ეიფელი.

 

პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen