კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 20:38

 

ქალდეის ბაღებს დაჰყურებდა ცა უხსოვარი,

ქარებს მოჰქონდათ სურნელება ველთა, მდელოთა,

რკალავდა სივრცეს კამარების ლურჯი ოვალი

და მწყემსი ბიჭი მდინარესთან თიკნებს ელოდა.


დღე კი დღეს ჰგავდა, საძოვარზე ძოვდა ცხოვარი,

უცხო სიმღერა იღვრებოდა ლერწმის ღეროდან

და ბავშვი - ხმებთან წილნაყარი, ნაუცხოვარი -

უფლის მინდვრებზე მიდიოდა, მიიმღეროდა.


კრთოდნენ ფოთლები, შემოდგომაც ფოთლებს ბაძავდა

და ხალხი უხმოდ გროვდებოდა ნაცნობ ტაძართან;

სხვა ჟამი იყო, სხვა წესი და სხვა თადარიგი,


ხვითო ოქროდან გამოკრთოდა, ოქრო - ხვითოდან,

ნათლის ნათებად იღვრებოდა ციდან მარიხი

და იმ ნათელში მეოცნებე ბავშვი ვიდოდა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen