|
უმობილურო ვერ აჯობებს მობილურიანს: ენა ამისი ნამგალივით მოპირულია. უიარაღო ვერ გაასწრებს იარაღიანს, თუ წინ მდელოა, ხოლო უკან იალაღია. "ფიატიანი" ვერ გაასწრებს "მერსედესიანს": მერვე ასცდება? - არა უშავს: მეცხრედ ესვრიან! - და გამოიხსნის ალანიას ალასანია, სადაც ართანა, ანაგა და ალაზანია. მაგრამ გაფრთხილდით: აღორძინდა ბერიკაობა: ბევრი ჩაება და ხაფანგშიც ბევრი გაება. სამართლის წიგნში თავები და ქვეთავებია და ნიღბიანი ნაცნობები გვედავებიან: ორასიანი ედავება - ასკარატიანს, მასკარადია ეს ცხოვრება - მასხარადია! |
| პოეზიის გვერდი • • • |


