|
ახალია ყველა, რაზეც ავამღერე მე ლექსები, ვნანობ ამ დიდ ქვეყანაზე ყველა ზაფხულს ვერ ვესწრები.
მოვიშორო ლოდი მძიმე, თითო წუთი მარგალიტის ქვა ყოფილა მოციმციმე.
დამაქვს ლექსის ნაღვერდლები, ვნაზე სითბო, ვნახე ომიც, სიხარულში დავბერდები.
ახალი ხმა და ბუნება, ასე ყვირის ყველა ხარი როცა მთიდან დაბრუნდება.
შენი თვალით უნახავი, მე გულები მომელიან ჩემებური, სულ ახალი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


