კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:40

 

თუ ნაგაზმა არ იყეფა,

ალაყაფი არ იღება,

მოდის შეიარაღება:

მიდის შეიარაღება!


ინფარქტმა და იშემიამ.

ლამის გული გადაზნიქოს,

ჩვენი ცოდვა მისცემია.

მაკაროვს და კალაშნიკოვს.


მოგვანატრეს იალაღი:

ია, ღვია, დიყი, დეკა, -

იყიდება იარალი:

საქართველო იყიდება!


გადარაზეს სარაზავი,

ავთანდილობს ავთო მათი:

ელექტროგიტარასავით.

ჩაუბლუჯავს ავტომატი.


მცხეთას უნდა მიავლინო:

სამთა სამაია ნახოს,

ისაკაძის ვიოლინომ

უნდა განაიარაღოს.


დააღწიოს თავი სოროს,

დააწიოს ბანი სოლოს,

კი არ უნდა გაისროლოს:

მოისროლოს!..


თუ მღებავმა არა ღება,

თუ ნაგაზი არ აყეფა, -

მოვა შეიარაღება:

წავა შეიარაღება!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen