კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:48

 

ლილიებმა მოიფშვნიტეს რული...

მაქმანებად შემოქარგეს დაბა...

გაზაფხულმა მზით იჯერა გული...

და მაჩუქა იისთვალა კაბა...


ჩამეკონა... - გამიყვანა კარში...

შემაგება ყვავილნარს და ლეანს...

ჩემში თითქოს გააღვიძა ბავშვი...

პეპლის ფრთებით ამადევნა ნიავს...


სკოლის ხანით დამაბრუნა შენთან...

ერთხელ, ჩუმად შემოხვედი კლასში...

უცებ, "თავზე" დამადექი მერხთან...

სახე წითლად აგვეფაკლა მაშინ...


სულში ისე აგვიყვავდა ნუში...

სუნთქვას ჰკრავდა ჩვენი გულის ფეთქვა...

- "გიყვარვარო?"... - ჩამჩურჩულე ყურში...

ვერ გავბედე, - შენთვის "კი" , რომ  მეთქვა!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen