კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 04:15

 

ღამით დაცხრება მთელი დღის შფოთი

და როს ძილის წინ დედა შვილს ლოცავს,

როცა ჩურჩულით ტოტს ეკვრის ტოტი,

დაეძინებათ გრძნობებსაც როცა.


მე ძილს ვნებდები და ჩემი სული

უსაზღვრო სივრცის შორდება საზღვარს,

სამყარო დღისით გადარაზული

ერთად მოუშვებს ათას ნიაღვარს.


და ამ მორევში უუმძლავრესი

ჩნდება სურვილი ახლის ძიების

და სწრაფად ცვლიან წამებს წამები

სიყვარულის და შურისძიების.


ფიქრები დაფნის გვირგვინებს რთავენ

და სწრაფად ცვლიან განცდებს განცდები,

მკლავენ - ვცოცხლდები, ვცოცხლდები - მკლავენ,

ვიბრძვი - ვიმარჯვებ, ვიბრძვი - ვმარცხდები.


და მთელი ღამე არის წამება,

არის უმკაცრეს დღეთა ორგია

და გული ისე იწვის და დნება,

თითქოს არასდროს არ უბორგია.


ფითრდება ღამე, დგება რიჟრაჟი,

ჩანს მარადმწვანე ტოტი რხეული,

ნელ-ნელა ქრება შორი მირაჟი

და მოჩვენება სიზმარეული.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen