|
თქვენ დატვირთულხართ თეთრი ფერებით, ვით ბეატრიჩე და ვით ჰანელლე; ბაღში პატარა კრავს ეფერებით და გაღიმება სიცხეს ანელებს.
ზამბახებია თქვენი ხელები... ო, უცხო ქალი არვის უქია ჩემზე უტკბილეს ამეტყველებით!
და ამიკრძალეს წმინდა ზმანება: თქვენზე ლექსები ზოგიერთებმა გადმომისროლეს ხელთათმანებით.
მეც ვემატები ამდენ პარიებს: სონეტს რომ ვიწყებ ტერცეტებიდან, ვეღარ ვამთავრებ კვარტენარიებს.
და მათი მზერა აღარც მე მინდა. ალბათ რითმები გამომელია, ალბათ ოცნება გადამებინდა. |


